ფილმის აღწერა: The Matrix - წინა საუკუნის ერთერთი ყველაზე ცნობილი ფანტასტიკური ფილმიდან. მატრიცის სამყარო – ეს ილუზიაა, რომელიც მხოლოდ დაწყევლილი კაცობრიობის უსასრულ სიზმარში არსებობს. მომავლის ცივი სამყარო, რომელშიც ადამიანები – მხოლოდ ენრგიის წყაროს წარმოადგენენ, ელემენტებს კომპიუტერულ სისტემებში. მაგრამ მამაცი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც გამოიღვიძა ძილისგან, ჩაერთვება ბრძოლაში კაცობრიობის გადასარჩენად...
The Matrix Reloaded - მებრძოლები თავისუფლებისთვის ნეო, ტრინიტი და მორფეუსი აგრძელებენ ადამიანების აჯანყების მეთაურობას მანქანების ჯარის წინააღმდეგ. სისტემური რეპრესიის გასანადგურებლად ისინი იძულებულნი არიან არა მარტო უძლიერესი იარაღის არსენალი გამოიყენონ, არამედ თავიანთი დიდი გამოცდილებაც. ადამიანთა რასის სრული განადგურებისგან გადარჩენის მისიაში მონაწილეობა მათ ბევრად ღრმად ჩაახედებს მატრიცის კონსტრუქციაში და მიახვედრებს ნეოს ცენტრალურ როლს კაცობრიობის ბედში...
The Matrix Revolutions - მეგა–ბლოქბასტერში "მატრიცა: რევოლუცია" დასასრულ ნაწილში ფუტურისტული ტრილოგიის "მატრიცის" კულმინაცია ადამიანების თავისუფლებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ფინალური ბრძოლა ხდება. სანამ მანქანების ჯარი სცდილობს ზიონის განადგურებას, მის მაცხოვრებლები ბოლო ძალებით იცავენ თავს. მაგრამ გამოუვათ კი მათ დაუნდობელი მანქანების ჯარის შეაჩერება ქალაქში სრული შემოჭრისგან მანამ, სანამ ნეო მოიკრებს მთელ თავის ძალებს და ომს ბოლოს მოუღებსი..